დააბალღამებსმწარეს გახდის, – გაამწარებს.
დაამლაშებსმლაშეს გახდის, ზედმეტ მარილს უზამს (საჭმელს).
დაამჟავებსმჟავეს გახდის, მჟავე გემოს მისცემს.
დაამწარებსმწარეს გახდის, მწარე გემოს მისცემს.
დაატკბარუნებსტკბილს გახდის, დაატკბობს, დაშაქრავს.
დაატკბილებსიგივეა, რაც დაიტკბობს.
დაატკბობსტკბილს გახდის, სიტკბოს მისცემს.
დააშაქრებსიგივეა, რაც დაშაქრავს, – დაატკბობს.
დათაფლავსთაფლის შერევით დაატკბობს.
დათაფლულითაფლივით დამტკბარი.
დაიმწარებსმწარეს გაიხდის, გაიმწარებს.
დაიტკბარუნებს(პირს) გაიგემრიელებს, დაიტკბობს, ჩაიტკბარუნებს.
დაიტკბილებსტკბილს გაიხდის, დაიტკბობს, დაიშაქრავს.
დაიტკბობსდაატკბობს თავისას ან თავისთვის.
დამამლაშებელირაც (ვინც) ˹და˺ამლაშებს.
დამატკბობელირაც ˹და˺ატკბობს ან რითაც ˹და˺ატკბობენ.
დამლაშდებამლაშე გახდება, – გამლაშდება.
დამლაშებამლაშედ ქცევა, ზომაზე მეტი მარილის მიცემა (საჭმლისათვის), – გამლაშება.
დამლაშებულირაც დაამლაშეს ან დამლაშდა.
დამჟავდებამჟავე გახდება, მჟავე გემო მიცემა.
დამჟავებამჟავედ ქცევა, მჟავედ გახდომა.
დამჟავებულირაც დაამჟავეს ან დამჟავდა, რასაც მჟავე გემო მიეცა.
დამტკბარირაც დაატკბეს ან დატკბა, – ტკბილი.
დამძაღდებამძაღე გახდება, მძაღე გემო მიეცემა, – გამძაღდება.
დამწარდებამწარე გაუხდება.
დამწარებამწარე გამოს მიცემა.
დამწარებულირაც დაამწარეს ან დამწარდა.
დასამჟავებელირაც უნდა დაამჟავონ ან დამჟავდეს.
დატკბებატკბილი გახდება, სიტკბო მიეცემა.
დატკბილდებატკბილი გახდება, – დატკბება.
დატკბილებადატკბობა, დაშაქვრა.
დატკბილებულირაც დაატკბილეს ან დატკბილდა, – დამტკბარი, ტკბილგარეული.
დატკბობასიტკბოს მომატება.
დაუმლაშებელირაც არ დაუმლაშებიათ ან არ დამლაშებულა.
დაუმტკბარირაც არ დაუტკბიათ ან არ დამტკბარა, რასაც სიტკბო აკლია.
დაუტკბილებსტკბილს გაუხდის, დაუტკბობს.
დაუტკბობსტკბილს გაუხდის, – გაუტკბობს.
დაშაქრავსშაქარს უზამს, შაქრით დაატკბობს.
დაშუშხავსდაწვავს პირს ცხარე რამე.
დაშუშხვადაწვა პირისა ცხარე რამეთი.
დაწვაცხარე რამით (პილპილით და მისთ.) გაღიზიანება პირისა, – დაშუშხვა.
დუბელანელთბილი, უგემური მდგარი წყალი.
დურბელაიგივეა, რაც დუბელა.