გემოს აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 44 names in this directory beginning with the letter Გ.
გ.

გაამლაშებს
მლაშეს გახდის.

გაამჟავებს
მჟავეს გახდის, მჟავე გემოს მისცემს.

გაამყვირტებს
გაამძაღებს, გაამწარებს.

გაამწარებს
მწარეს გახდის; მწარე გემოს მისცემს.

გაამწუთხებს
გაამლაშებს.

გაატკბილებს
ტკბილს გახდის.

გააუგემურებს
გემოს დაუკარგავს.

გააცხარებს
ცხარე გემოს მისცემს.

გააწყლიანებს
გააუგემურებს (ხილს ...).

გადაამლაშებს
ზომაზე მეტად დაამლაშებს.

გადამლაშება
ზომაზე მეტად დამარილება.

გადამლაშებული
რაც გადაამლაშეს ან გადამლაშდა.

გაიმწარებს
მწარეს გაიხდის, ჩაიმწარებს.

გაიტკბარუნებს
პირს გაიტკბარუნებს – პირს ჩაიგემრიელებს; სიტკბოთი ისიამოვნებს.

გაიტკბილებს
ტკბილს გაიხდის, დაიტკბობს, დაიშაქრავს.

გამლაშდება
მლაშე, ზედმეტად მარილიანი გახდება, – დამლაშდება.

გამლაშებული
რაც გაამლაშეს ან გამლაშდა.

გამომწვარი
გამოშუშხული, დათუთქული, დამწვარი.

გამჟავებული
რაც გაამჟავეს ან გამჟავდა.

გამტკბარი
რაც გატკბა, – დამტკბარი.

გამყვირტდება
გამძაღდება, გამწარდება.

გამძაღდება
მძაღე გახდება, მძაღე გემო მიეცემა.

გამწარდება
მწარე გახდება.

გასაცხარებელი
რაც ცხარე გახდება.

გატკბარუნება
ტკბილი, სასიამოვნო რაიმეთი პირის გაგემრიელება.

გატკბება
ტკბილი გახდება, – დატკბება.

გატკბილდება
ტკბილი გახდება, სიტკბო მიეცემა.

გატკბილებული
რაც გატკბილდა, – გამტკბარი.

გატკბობილი
იხ. გამტკბარი.

გაუგემურდება
გემო გაუფუჭდება, გემო დაეკარგება.

გაუმლაშებს
მლაშეს გაუხდის.

გაუმწარდება
გამწარდება მისი, მწარე გაუხდება.

გაუმწარებს
მწარეს გაუხდის, – გაუცხარებს.

გაუტკბილდება
იგივეა, რაც დაუტკბება.

გაუტკბობს
ტკბილს გაუხდის, დაუტკბობს.

გაუცხარდება
აცხარდება მისი, ცხარე გაუხდება..

გაუცხარებს
ცხარეს გაუხდის.

გაცხარდება
ცხარე გახდება.

გაცხარება
ცხარედ ქცევა, ცხარედ გახდომა.

გაძირმწარდება
ძირმწარესავით მწარე გახდება, – მეტისმეტად გამწარდება.

გემება
გემოს ნახვა, გასინჯვა ან გასინჯვინება.

გემო
საჭმლის ან სხვა ნივთიერების თვისება, რომელიც იგრძნობა გემოს ორგანოს გაღიზიანებით, ძირითადი გემო ოთხია: ტკბილი, მწარე, მჟავე და მლაშე.

გემრიელი
რასაც კარგი, სასიამოვნო გემო აქვს.

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე