გემოს აღმნიშვნელი ლექსიკა

There are currently 17 names in this directory beginning with the letter Ა.
აამჟავებს
მჟავეს გახდის, მჟავე გემოს აძლევს.

აგემებს
რისამე გემოს გაასინჯებს.

აგემოვნებს
გემოს უსინჯავს.

ამლაშებს
მლაშეს ხდის.

ამჟავება
რაიმე საჭმლის აჭრა, გაფუჭება.

ამჟავებს
მჟავეს გახდის.

ამჟავებული
რაც ამჟავდა.

ამწარდება
მწარე გახდება, მწარე გემოს მიიღებს.

ამწარებინებს
აიძულებს ან საშუალებას აძლევს ˹გა˺ამწაროს, ˹და˺უმწაროს.

ამწარებს
მწარეს ხდის, მწარე გემოს აძლევს.

ატკბარუნებინებს
პირს ატკბარუნებინებს –ტკბილ რასმე აგემებინებს.

ატკბარუნებს
გემოს ატანს.

ატკბილებს
სიტკბოს მატებს.

ატკბობინებს
დაატკბობინებს.

ატკბობს
ტკბილს ხდის.

აუგემურებს
გემოს უკარგავს.

აცხარებს
ცხარეს ხდის .

 

შემდგენელი ლევან ვაშაკიძე

რედაქტორი – პროფ. მერაბ ჩუხუა
რეცენზენტი – ნატალი რაზმაძე