ავთანდილ არაბული
პირადი ანკეტა
CV
გვარი | არაბული |
სახელი | ავთანდილ |
მამის სახელი | ირაკლის ძე |
ელ.ფოსტა | arab.av@gmail.com |
ბოლო სამსახურებრივი პოზიცია | თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი |
სხვა სამსახურებრივი დატვირთვა:
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „რუსთაველის კომიტეტის“ თანამშრომელი (0,5 განაკვეთი).
განათლება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ფაკულტეტი | ჩარიცხვისა და
დამთავრების წლები |
კვალიფიკაცია |
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი | 1971- 1976 | ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი |
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ასპირანტურა | 1976-1980 | ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი |
სამეცნიერო ხარისხები და წოდებები:
|
|
დისერტაციის დაცვის თარიღი | 23.12.1980 |
დისერტაციის თემა | მესამე სერიის ნაკვთეულთა წარმოება და მნიშვნელობა ძველ ქართულში |
მინიჭებული კვალიფიკაცია | ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი |
|
|
დისერტაციის დაცვის თარიღი | 14.11.1997 |
დისერტაციის თემა | სახელისა და ზმნის დერივაციის ურთიერთმიმართების საკითხები ქართველურ ენებში |
მინიჭებული კვალიფიკაცია | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
|
3.04.2009 |
- სამსახურებრივი გამოცდილება
თარიღი | დაწესებულების დასახელება და დაკავებული თანამდებობა |
2014-2016 | თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი |
2013-2014 | საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი |
2006-2011 | არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე |
2000-2005 | არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. |
2005-2006 | თსუ ახალი ქართული ენის კათედრის გამგე |
1988-1998,
2005-2009 |
ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე |
1984-1988 | ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი |
1980-1984 | ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი |
1978-1980 | საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი, ხელშეკრულებითი სამუშაოები ლექსიკოლოგიის განყოფილებაში |
სამეცნიერო ინტერესების სფერო:
ქართველურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის საკითხების კვლევა; ამ ენათა ფონეტიკური სისტემის, გრამატიკული წყობისა და ლექსიკის ანალიზი სინქრონიული და დიაქრონიული თვალსაზრისით;
ქართული სალიტერატურო ენის ფუნქციონირების ასპექტების შესწავლა;
ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის განვითარება;
მშობლიური ენის სწავლების მეთოდური და პრაქტიკული პრობლემების კვლევა.
პედაგოგიური მოღვაწეობა:
1992 წლიდან 2006 წლამდე კითხულობდა ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2005-2006 წწ. იყო თსუ ახალი ქართული ენის კათედრის გამგე.
სხვადასხვა დროს ასევე კითხულობდა ლექციებს უცხო ენათა ინსტიტუტსა (შემდეგ – უნივერსიტეტსა) და ტექნიკურ უნივერსიტეტში.
2008-2010 წწ. იყო წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ”ქართული უნივერსიტეტის” პროფესორი.
ამჟამად არის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიწვეული პროფესორი.
სამეცნიერო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა:
ა) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტი _ 1999-2005 წლები.
ბ) ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული გრანტი `ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარისათვის~ _ 2001-2002 წლები.
გ) ქართული ენის სახელმწიფო პროგრამა _ 2003-2005 წლები.
დ) გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) GmdH პროექტი ”საქართველოს პარლამენტის რეფორმის ხელშეწყობა (EUSPGeorgia) 55. 3048. 0 – 001. 00. დარგობრივი ტერმინოლოგიის თეზაურუსი.
ე) ქართული ენის თასაურუსი, ”რუსთაველის ფონდი”, 2009-2011.
ვ) თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია, ”რუსთაველის ფონდი”, 2009-2011.
ზ) ”ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” ელექტრონული ვერსია,
”რუსთაველის ფონდი”, 2011-2012.
თ) „ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკა“, ”რუსთაველის ფონდი”, 2013-2015.
ი) „ქართულ შემოკლებათა და აბრევიატურათა ლექსიკონი“, ”რუსთაველის ფონდი”, 2014-2016.
პროფესიული და სამეცნიერო ორგანიზაციებისა და რედკოლეგიების წევრობა:
სხვადასხვა დროს:
ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს წევრი;
ინსტიტუტის სამეცნიერო ორგანოთა სარედაქციო კოლეგიის წევრი;
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან არსებული საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის წევრი.
ამჟამად არის:
არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ორგანოს `იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერებისა~ სარედაქციო კოლეგიის წევრი;
აკადემიკოს არნ. ჩიქობავას შრომათა მრავალტომეულის სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე;
“ეტიმოლოგიურ ძიებათა” მთავარი რედაქტორი;
ინსტიტუტის ყოველწლიური სესიის მასალათა კრებულის რედაქტორი;
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან არსებული საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის თავმჯდომარე.
პუბლიკაციების საერთო რაოდენობა – 200-მდე; მათ შორის –
წიგნების (და ლექსიკონების) სახით:
- მესამე სერიის ნაკვთეულთა წარმოება და მნიშვნელობა ძველ ქართულში, თბ., „მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1984, 200 გვ.
- ზმნური და სახელური ფუძეთქმნადობის პრობლემა ქართველურ ენებში, თბ., „ქართული ენა“, 2001, 385 გვ.
- ალ. ჭავჭავაძე, თხზულებანი, სიმფონია-ლექსიკონითურთ, თბ., „თსუ გამომცემლობა“, 1996 (თანაავტორობით).
- ნ. ბარათაშვილი, თხზულებანი, სიმფონია-ლექსიკონითურთ, თბ., „თსუ გამომცემ-ლობა“, 1996 (თანაავტორობით).
- ქართული მეტყველების კულტურა, თბ., „უნივერსალი“, 2004 (II გამოც. – 2005), 336 გვ.
- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ახალი რედაქცია, ტომი I, თბ., „მერიდიანი“, 2007, 1130 გვ.
- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ახალი რედაქცია, ტ. II, თბ., „მერიდიანი“, 2010, 1680 გვ. (მთავარი რედაქტორი).
- თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია, თბ., ”მერიდიანი”, 2011 (თანაავტ.), 700 გვ.
- „ვეფხისტყაოსანს” მოგვითხრობენ ავთანდილ არაბული და მამია მალაზონია, თბ., „სეზანი“, 2009, 68 გვ.
- მოსწავლის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი, თბ., ”მერიდიანი”, 2012 (ერთ-ერთი ავტორ-შემდგენელი), 460 გვ.
- ენა ჩვენი არსობისა, თბ. „უნივერსალი“, 2013, 398 გვ.
- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ახალი რედაქცია, ტ. III, თბ., „მერიდიანი“, 2015, 1608 გვ. (მთავარი რედაქტორი).