ქეთევან ლომთათიძე

ქეთევან ლომთათიძე

 

 

Q Lomtatidze

დაიბადა ჩოხატაურის რ-ნის სოფ. ხიდისთავში (1911 წ. 11. II.).
დაამთავრა თსუ-ის ფილოლოლოგიის ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილება (1931 წ.).
საკანდიდატო დისერტაცია “გარდამავლობის კატეგორია აფხაზურ ენაში” დაიცვა 1937 წ.-ს.
ქეთევან ლომთათიძე არის აფხაზურ-ადიღურ და ქართველურ ენათა უბადლო მკვლევარი. მან საფუძველი ჩაუყარა აფხაზურ-ადიღური და აგრეთვე ქართველური ენების ისტორიულ-შედარებით შესწავლას.
მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფიები: “აფხაზური ენის ტაპანთური დიალექტი” (1944),”აშხარული დიალექტი და მისი ადგილი სხვა აფხაზურ-აბაზურ დიალექტებს შორის” (1954), “აფხაზური და აბაზური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი. I. ფონოლოგიური სისტემა და ფონემატური პროცესები” (1976), “ლოკალურ პრევერბთა ძირითადი სახეობანი აფხაზურსა და აბაზურში” (1982), “კომპლექსთაგან მომდინარე ბილაბიალური ხშულები ქართველურ ენებში” (1984).
ინგლისურ ენაზე გამოცემული “აბაზური ენა”, რომელიც შესულია 1989 წელს ნიუ-იორკში გამოცემულ ჩრდილო-დასავლურ კავკასიური ენების კრებულში, ამჟამად გამოიცა ქართულადაც: “აბაზური ენა” (მოკლე მიმოხილვა), თბ., 2006, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, დოცენტ რუსუდან ჯანაშიას რედაქტორობით, რუსული ვერსიის რედაქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი მაია აბალაკი.
ასევე აღსანიშნავია გამოკვლევა “სონანტთა მეზობლად ხშულთა გამკვეთრება (დაყრუება) ქართველურ ენებში”…
ქეთევან ლომთათიძეს ეკუთვნის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა სამენცნიერო პერიოდულ ორგანოებში. ნაშრომები გამოირჩევა საკითხისადმი მიდგომის სიზუსტით, კვლევის სიღრმითა და მასშტაბურობით, მასალის ფართო ცოდნით და დაწერილია სანიმუშო ქართულით.
ქეთევან ლომთათიძე არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979), ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (1945), პროფესორი (1950), საქართველოს სსრ მეცნ. დამსახ. მოღვაწე (1962), აფხ. ასსრ მეცნ. დამსახ. მოღვაწე (1961).
საპენსიო ასაკამდე იგი მოღვაწეობას ეწეოდა საქ. სსრ მეცნ. აკადემიასა (ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი 1953-63 და 1975-1988 წ.წ.) და თსუ-ში (კავკასიურ ენათა კათედრის პროფესორი).
თავისი მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში მან გამოზარდა ათობით წამყვანი სპეციალისტი კავკასიოლოგიის დარგში. დაჯილდოებულია არაჩვეულებრივი ორატორული ნიჭით.

შრომები:

“ადამიანის” აღმნიშვნელი აოჳõé სიტყვა აფხაზურში. – სმამ. ტ. IV, №7, 1943, გვ. 725-730
არნოლდ ჩიქობავა და განმარტებითი ლექსიკონი. – ჟურნ. “ქართ. ენა და ლიტ. სკოლაში”, 1985, №3-4, გვ. 221-231
არნოლდ ჩიქობავა. – ჟურნ. “მეცნ და ტექნიკა”, 1959, №2, გვ. 5-8
იხ. ახვლედიანი გ., დათიკაშვილი ქ., ვაჩნაძეს., თოფურია ვ., ლომთათიძე ქ., ღოღობერიძე ნ., არნ. ჩიქობავა, წერეთელი გ. – ამხ. აგიაშვილის…
ბგერათა პროცესებისა და ბგერათა შესატყვისობის ზოგი საკითხი იბერიულ-კავკასიურ ენებში (ქართველურ-აფხაზურ-ადიღეურ ენათა მასალაზე). – სმამ. ტ. XVI №10, 1955, გვ. 821-828; ენათმეცნ. ინ-ტის VI(XII) სამეცნ. სესია, თეზისები თბ., 1955, 10-11 მაისი
ბულბულის ერთ-ერთი სახელწოდების ყარანა’ს გამო. – სმამ, ტ. 5, №1, 1944, გვ. 121-124. – რეზ. რუს. ენ.
დამოკიდებული წინადადების ერთი თავისებურება ზოგ ქართულ დიალექტში. – იკე, ტ. I, თბ., 1946, გვ. 337-345. – რეზ. რუს. ენ.
დანაწევრებითი რიცხვითი სახელის თავისებური გამოხატვა აბხაზურსა და ქართულში. – იკეწ, 1961, ტ. 8, გვ. 76-85. – რეზ. რუს. ენ.
დიალექტური ლექსიკის ადგილი ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკონში. – II რესპ. სესია, თეზისები, თბ., 1980, გვ. 9-10
შარაძენიძე თ., ძიძიგური შ., დიდი ენათმეცნიერი. – მაცნე, 1978, №3, გვ. 174-177 არნ. ჩიქობავას დაბადების და სამეცნ.-პედ. მოღვაწეობის 55 წლისთავის გამო
შარაძენიძე თ., ძიძიგური შ., დიდი ენათმეცნიერი, – გაზ. “სახ. განთლება”, 1978, 26 მარტი, გაზ. “სამშობლო”, 1978, 12 აპრ. არნ. ჩიქობავას დაბადების 80 წლისთავის გამო
დიდი წარსული და საიმედო მომავალი. – გაზ. “ახ. კომუნისტი”, 1985, 5 თებ.
დიდი გულისხმიერება. – გაზ. “კომუნისტი”, 1959, 17 ოქტ. შთაბეჭდილებები საენათმეცნიერო კვლევა-ძიების შესახებ კოლხეთში
დიდი ღვაწლი. – გაზ. “კომუნისტი”, 1968, 14 ივნ., გვ. 3. არნ. ჩიქობავას დაბადების 70 წლისთავი
დილა სიტყვის დიდი სახეობისათვის “ვეფხისტყაოსანში”. – ენათმეცნ. ინ-ტის XXXI სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1966, გვ. 6-7; იკე XV, თბ., 1966, გვ. 35-38
ენათმეცნიერების ინსტიტუტი ოქტომბრის რევოლუციის 60 წლისთავზე. – მაცნე, 1977, №3, გვ. 7-26
ენათმეცნიერების განვითარება საქართველოში. – საიუბილეო კრებული, 1960-61; გვ. 453-483
ენის განვითარების კანონზომიერების საკითხის შესახებ. – იკე, ტ. III, თბ., 1952, გვ. 107-135; – რეზ. რუს. ენ.
ენის შესახებ სტალინური მოძღვრების ძირითადი დებულებები. – აფხაზეთის ენის, ლიტ. და ისტორიის ინ-ტის შრ., ტ. XXIV, 1951, გვ. 39-69
ერთ-ერთი იბერიულ-კავკასიური ფუძისათვის. – თსუ იX სამეცნ. სესია, თეზისები, – 1965, 4-8 მაისი
“ერთის” აღმნიშვნელი ფუძის ისტორიისათვის ქართველურზე და აფხაზურ-ადიღურ ენებში. – ენათმეცნიერ. ინ-ტის XვI სამეცნ. სესია, თეზსიები, თბ., 1958, 10-11 ნოემბ.
“ერთი” რიცხვითი სახელის ისტორიისათვის ქართველურსა და აფხაზურ-ადიღურ ენებში. – იკე, XIII, თბ., 1962, გვ. 69-80. – რეზ. რუს. ენ.
“ვეფხისტყაოსნის” ერთი სადაო ადგილის განმარტებისათვის. – შოთა რუსთაველის საიუბილეო კრებული, თბ., 1966, გვ. 374-379
ზ ბგერის წარმომავლობისათვის ქართველურ ენათა ზოგ ფუძეში. – თსუ ფილოლოგ. ფა. VI სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1960, გვ. 14-15
ზმნის ინფინიტური წარმოების კვალი ძველ ქართულში. – იკე, IX-X, 1958, გვ. 111-117; ენათმეცნ. ინ-ტის XIII სამეცნ. სესია, თეზისები, 1976, 16-17 მაისი
თბება ტიპის ზმნათა ისტორიისათვის ქართულში. – იკე, IV, თბ., 1953, გვ. 75-81. – რეზ. რუს. ენ.
თვალსაჩინო ენათმეცნიერი. – გაზ. “კომუნისტი”, 1979, 12 ივნ. გვ. 4 პროფ. თ. შარაძენიძის დაბადების მე-60 წლის გამო
ივ. ჯავახიშვილი და ქართული ენათმეცნიერების საკითხები. – იკეწ, ტ. 2, 1975, გვ. 22-26. – რეზ. რუს. და ინგ. ენ.
ი. ჯავახიშვილი და ქართულისა და მთის იბერიულ-კავკასიური ენების ისტორიულ-გენეტიკური ურთიერთობის პრობლემა. – იკე, XVI, 1968, გვ. 263-272
იო დაბოლოებიანი სოკოს სახელები ქართულში. – მაცნე, 1982, №3 გვ. 81-87; საქ. ქართ. ენის კათედრათა III რესპ. სესია, თეზისები, თბ., 1981, გვ. 38
ისევ ფშაველთა “ლაშარის ჯვარის შესახებ”. – საქ. ქართ. ენის კათედრათა VI რესპ. სესია, თეზისები, თბ., 1984, გვ. 14-15
ი. სტალინის შრომა მარქსიზმი და ენათმეცნიერების საკითხები და მისი მნიშვნელობა საბჭოთა ენათმეცნიერებისათვის. – იკე, ტ. III თბ., 1952, გვ. 33-73. – რეზ. რუს. ენ.
კალკებთან დაკავშირებულ ზოგი საკითხი ქართულში. – გაზ. “ლიტ. საქართველო”, 1985, 22 მარტი. – გვ. 12-13
კალკების საკითხისათვის ქართულში. – საქ. ქართ. ენის კათედრათა X კონფ., თეზისები, თბ., 1984, გვ. 18-19
კერავს ზმნის ეტიმოლოგიისათვის. – ენათმეცნ. ინ-ტის XXXIX სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1983, გვ. 36-37
კვლავ “ლაშარის ჯვარის” შესახებ. – ჟურნ. “მნათობი”, 1985, №8, გვ. 142-147 სიტყვის ეტიმოლოგიისათვის
კომპლექსთაგან მომდინარე ბილაბიალური ხშულები ქართველურ ენებში. თბ., 1984, 68 გვ. – რეზ. რუს. ენ.
ლაბიალიზაციის საკითხისათვის ქართველურ ენებში. – იკე, XVI, 1968, გვ. 69-73 – რეზ. რუს. ენ.
მართვე და მისი ზანური შესატყვისი. – სმამ, №1, 1961, გვ. 263-268
მასდარის ერთი კორელაციური წყვილისათვის ძველ ქართულში. – ენათმეცნ. ინ-ტის XXXIV სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1978, გვ. 20
მიჩნევის (მოჩვენების, მოჩვენებითობის) კატეგორიისათვის აფხაზურ-ადიღეურ ენებში და შესაბამისი ზმნური წარმოების საკითხი ქართულში. – იკე, XVIII, 1970, გვ. 153-160
“მოწონება-სიყვარულის” გამომხატველი ზმნათა ამოსავალი სემანტიკისათვის. – საქ. ენის კათედრათა კონფ., თეზისები, თბ., 1980, გვ. 31-34
ნათესაობითის ზოგი სახელის წარმოების და კნინობითობის -ია სუფიქსის საკითხი, – ენათმეცნ. ინ-ტის XXXVIII სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1982, გვ. 28-36
ნაშთები მესამე პირის ობიექტური პრეფიქსისა გურულსა და აჭარულში. – თსუ შრ., ტ. VI, 1931, გვ. 123-138
პოზიციურად შეპირობებული ფონეტიკური ვარიანტის განზოგადების საკითხისათვის. – იკეწ, 1980, ტ. 7, გვ. 101-106, – რეზ. რუს. და ინგლ. ენ.
პოზიციური წარმოშობის მკვეტრი სპირანტები გურულ დიალექტში. – იკეწ, 1986, ტ. 13, გვ. 66-71. – რეზ. რუს. და ინგლ. ენ; საქ. ქართ. ენის კათედრ. სსრ რესპ. სესია, თეზისები, თბ., 1983, გვ. 25-26
პოტენციალისის კატეგორია ქართველურსა და აფხაზურ-ადიღეურ ენებში. – იკეს, 3, 1976, გვ. 101-114. – რეზ. ქართ. და ინგლ. ენ; თსუ, ფილოლოგია I, კონფ. მასალები, თბ., 1975, გვ. 56-57
რიწა სიტყვის ეტიმოლოგიისათვის. საქ. მეცნ. აკად. ენის ინსტ. IV სამეცნ. სესია. 1947, თეზისები, 19-21 ნოემბ.
საენათმეცნიერო წრე. – გაზ. “ახ. სტალინელი”, 1953, 15 მაისი
საურთიერთო კატეგორიის საკიტხისატვის “ქართველურ ენებში”. I საურთიერთო კატეგორია ზანურ ენაში. – ენათმეცნ. ინ-ტისა და ხელნაწერთა ინს-ტის გაერთ. სამეცნ. სესია თეზისები, 1961, გვ. 24-25; კრ. ქესს, II, თბ., 1961, გვ. 211-212
სახელოვანი თანასოფლელები. – გაზ. “ხიდისთაველი კოლმეურნე”, 1959, 20 ივლ.
ფანჩვიძე ვლ. სახელოვანი საბჭოთა ენათმეცნიერი. – გაზ. “კომუნისტი”, 1958, 17 დეკ. არნ. ჩიქობავას დაბადების 60 წლისთავისადმი
სემანტიკის ზოგი საკითხი სტალინური საენათმეცნიერო მოძღვრების შუქზე. – თსუ შრ., ტ. 49, თბ., 1953, გვ. 159-171
სიტყვის უკუსესხების ერთი შემთხვევა. – ენათმეცნ. ინ-ტის XLIII, სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1985., გვ. 28
სონანტიან კომპლექსში მჟღერის გამკვეთრება და ზოგი საკუთარი სახელის წარმომავლობის საკითხი ქართულში. – ენათმ. ინსტ-ტის XLIV სამეცნ. სესია, თეზისები 1986, 11-13 ივნ. გვ. 23
ჯანაშია ს. ენათმეცნიერება. – იკე, 1985, ტ. 24, გვ. 3-9 – რეზ. რუს. ენ.
სონანტთა ბრუნებისა და ფონემათა კორელაციური წყვილების საკითხისათვის (აფხაზურ-ადიღურ და ქართველურ ენათა მონაცემების მიხედვით). – ენათმეცნ. ინ-ტის XXX სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1974, გვ. 13
სონანტთან კომპლექსში მჟღერის გამკვეთრება და ზოგი საკუთარი სახელის წარმომავლობის საკითხი ქართულში. – ენათმეცნ. ინ-ტის XLIV სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1986, გვ. 23
სუპლეტურ ზმნათა წარმოების საერთო პრინციპი ქართულსა და უბიხურში. – ენათმეცნ. ინ-ტის XXVIII სამეცნ. სესია, თეზისები, 1972, გვ. 17-18
უბიხურ ენაში ქართველურ ენათაგან შესული ლექსიკური მასალის საკითხისათვის. – იკე, ტ. 19, 1947, გვ. 93-99. – რეზ. რუს. ენ.
უკანა რიგის ხშულლაბიალიზებულ კომპლექსთა შერწყმით მიღებული ბ, ფ, პ ქართველურ ენებში. – იკე, ტ. XIV, 1964, გვ. 102-108
უკანა რიგის ხშულთა წინარიგის ხშულებით შენაცვლების კანონზომიერებისათვის ქართველურ ენებში. – თსუ VI სამეცნ. სესია, 1962, თეზისები, გვ. 12-13
უნისნო ვნებითის ისტორიისათვის ქართულში. – აკად. ნ. მარის სახ. ინ-ტის VI სამეცნ. სესია, თეზისები, 1949, 29-30 დეკ; 1950, 8 იანვ.
ფონეტიკურ კანონთა ბუნების ზოგი საკითხის შესახებ ი. სტალინის “სოციალიზმის ეკონომიური პრობლემები სსრ კავშირში” შუქზე. – თსუ სამეცნ. სესია, თბ., 1953, თეზისები, გვ. 13-15
ფონეტიკურ ცვლილებათა არათანაბარი ხასიათის სესახებ. – იკე, 1985, ტ. 23, გვ. 31-35. – რეზ. რუს. ენ.
ქ სუფიქსისათვის მეგრულ ზმნებში, – იკე, I, 1946, გვ. 131-140 რეზ. რუს. ენ.
ქართველურ ენათა ლექსიკა უბიხურში. – იკე, ტ. XIX, თბ., 1947, გვ. 93-99
ქართველური ენები და მათი მნიშვნელობა იბერიულ-კავკასიურ ენათა მეცნიერული ისტორიისათვის. – ენათმეცნ. ინ-ტის III (IX) სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1952, 24-25-26 ივნისი
ქართველურ ენათა ნათესაობის ლექსიკიდან (დედამთილ-მამამთილი; სიდედრ-სიმამრი). – ენათმეცნ. ინ-ტის ხL სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1983, გვ. 22-23
ქართველურ ენათა ნათესაობის ლექსიკიდან. – იკეწ. 1984, ტ. 11, გვ. 37-45 – რეზ. რუს. ინგლ. ენ.
ქართულ-აფხაზური ბგერათფარდობიდან. ქართ. წ აფხ. შფ. – იკეწ 1977, ტ. 4, გვ. 81-88. – რეზ. რუს. და ინგლ. ენ.
ქართული აქვს ზმნა მეგრულში. – ქესს, III, თბ. 1963, გვ. 29-32. რეზ. რუს. ენ.
ქართული ენათმეცნიერება. – კრ. “მეცნიერება საბჭოთა საქართველოში 40 წლის მანძილზე. თბ., 1961, გვ. 453-482
ქართული “კერავს” ზმნის ეტიმოლოგიისათვის. – იკეწ, 1986, ტ. 25, გვ. 125-128, – რეზ. რუს. ენ.
ქართული მართვე და მისი ზანური შესატყვისი. – სმამ, ტ. I, 1961, გვ. 211-220
ქართ; მ-სა და აფხაზურ-აბაზური ბ-ს ბგერათშესატყვისობისათვის. – იკეწ, 1980, ტ. 7, გვ. 56-58. – რეზ. რუს. და ინგლ. ენ.
ქართულ-აფხაზური ბგერათფარდობიდან: ქართ. წ აფხ. შვ. – იკეწ, ტ. 4, 1977, გვ. 81-88. (ენათმეცნ. ინ-ტის XXXII სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1976, გვ. 20-21)
, ლეჟავა ლ. ქართული ენის მოამაგე. – გაზ. “კომუნისტი”, 1985, 20 იანვ. ივ. გიგინეიშვილის დაბადების 75 წლისთავი
ქართული ენის მსახური. – გაზ. “ლიტ. საქართველო”, 1979, 16 თებ. საუბარი საქ. ენათმეცნ. ინ-ტის დირექტ. ქ. ლომთათიძესთან რუსულ-ქართული ლექსიკონის გამოც. დაკავშ.
ქართული მეკვლე. – გაზ. “სამშობლო”, 1977, 15 აგვ. ენათმეცნ. ინ-ტის მუშაობის შეს.
ქართული ქცევის კატეგორია ქართველურსა და აფხაზურ-ადიღურ ენებში, – იკეწ, №3, 1976, გვ. 87-100. – რეზ. რუს. და ინგლ. ენ.
ლ | რ-ს მონაცვლეობისათვის ქართველურ ენათა ფუძეებში. – იკე, ტ. XI, 1959, გვ. 71-76; ენათმეცნ. ინ-ტის XIV სამეცნ. კონფ. თეზისები, 1957, 10-13 ივნ.
ქართული ღ | → რ ბგერათმიმართებისათვის აფხაზურ-ადიღურ ენებში. – სმამ, ტ. XXI, №5, 1958, გვ. 623-626
შვილ ფუძის შედგენილობისათვის. – VII რესპ. სესია, თეზისები, თბ., 1985, გვ. 41-42
შინაურ ცხოველთა სახელწოდების ზოგი ასპექტი ქართული ენის დიალექტთა მონაცემების მიხედვით. – IV რესპ. სესია, თეზისები, თბ., 1982, გვ. 20-21
შინაურ ცხოველთა ზოგადი სახელისათვის ქართული ენის დიალექტებში. – VIII რესპ. დიალ. სესია, თეზისები, თბ., 1986, გვ. 31
წინაენისმიერ სპირანტთა უძველესი სისტემისათვის ქარტველურ ენებში. – სმამ, ტ. 29, №2, 1962, გვ. 253-256
ხელისა და ფეხის აღმნიშვნელი ფუძეების უძველესი სახეობებისათვის აფხაზურ-ადიღურ ენებში და ზოგი ქართველური ფუძის ანალიზის საკითხი. იკე, XV, თბ., 1966, გვ. 150-160. – რეზ. რუს. ენ.
ხშულ-ლაბიალურ კომპლექსთა შერწყმით მიღებული ბ, ფ, პ ქართველურ ენებში. – იკე, XIV, თბ., 1964, გვ. 101-108. – რეზ. რუს. ენ.