ივანე გიგინეიშვილი
(1909 – 1982)
დაიბადა 1909 წელს ქ. ქუთაისში. იქვე დაამთავრა პედაგოგიური ტექნიკუმი და 1927 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, საიდანაც 1930 წელს გადავიდა უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. დამთავრების შემდეგ, 1933 წლიდან, მუშაობას იწყებს მაშინდელი დიდი ქართული ენციკლოპედიის ენისა და ლიტერატურის რედაქციაში. 1934-41წწ. განმავლობაში იგი მიწვეული იყო თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში (პუშკინის სახ. სამასწავლებლო და თეატრალურ ინსტიტუტებში, მარქსიზმ- ლენინიზმის ინსტიტუტის პროპაგანდისტთა რესპუბლიკურ კურსებზე, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში) ქართული ენის ლექტორად, ხოლო 1935-38 წწ. პარალელურად მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ი. ჭავჭავაძის სახ. თბილისის 3 საცდელ – საჩვენებელ სკოლაში. საშუალო სკოლებში და მასწავლებლებთან მუშაობა მეტად ნაყოფიერი გამოდგა ახალგაზრდა ლექტორისათვის: ამ მუშაობის შედეგები მან განაზოგადა თავის საინტერესო მეთოდიკურ გამოკვლევებში: იგი იყო საშუალო სკოლის ქართული ენის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თანაავტორი.
1936 წლიდან ი. გიგინეიშვილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების მეცნიერი თანამშრომელია, ხოლო 1938 წ. იწვევენ ქართული ენის კათედრის ლექტორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მშობლიური ენის სხვადასხვა კურსს კითხულობდა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე.
1941-1943 წლებში ი. გიგინეიშვილი გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში. დემობილიზაციის შემდეგ დაინიშნა ენათმეცნიერების ინსტიტუტის სწავლულ მდივნად, ხოლო 1950-1966 წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ.
1944-53 წლებში გიგინეიშვილი იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის წევრი და სწავლული მდივანი. ენათმეცნიერების ინსტიტუტში მისი ინიციატივით შეიქმნა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა შემსწავლელი ჯგუფი, რომლის საფუძველზე ჩამოყალიბდა ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება. გიგინეიშვილი ამ განყოფილების უცვლელი ხელმძღვანელი იყო.
ი. გიგინეიშვილი იყო თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის განმარტებითი ლექსიკონის მთავარი რედაქციის წევრი. მისი თანარედაქტორობით გამოვიდა ამ ლექსიკონის VIII ტომი.
ი. გიგინეიშვილი ასრულებდა ფართო და მრავალმხრივ მეცნიერულ- ორგანიზატორულ და საზოგადოებრივ სამუშაოებს. 1951 წლიდან ის იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბის მთავარი რედაქტორის მოადგილე, აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილების ქართული ენის სამეცნიერო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, უნივერსიტეტისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოების წევრი. 1971 წლიდან გიგინეიშვილი მუშაობდა ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში უფროს მეცნიერ რედაქტორად. მას დიდი დამსახურება მიუძღვის როგორც კონსულტანტს საენციკლოპედიო სტატიების ენობრივ – სტილისტურ ად გამართვაში.იგი არის ერთ-ერთი რედაქტორი ბერძნულ-ლათინურ საკუთარ სახელთა ლექსიკონისა (შემდგენელი კონა გიგინეიშვილი ). მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით შედგა და საბოლოო რედაქცია გაიარა საქართველოს სსრ გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიულმა ლექსიკონმა. ივანე გიგინეიშვილმა ილ. აბულაძესთან ერთად გამოსცა ქართული ენის ისტორიისათვის მეტად საინტერესო გვიანი შუა საუკუნეების ძეგლი რუსუდანიანი, რომელსაც წარუმძღვარა ვრცელი ენობრივი დახასიათება.
ი. გიგინეიშვილი ავტორია ათეულობით გამოკვლევისა, რომლებშიც შესწავლილია ქართული სალიტერატურო ენის განვითარების საფეხურები, თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმათა ჩამოყალიბების პროცესი, ქართული დიალექტოლოგიისა და ლექსიკოლოგიის რთული და საინტერესო საკითხები.საკვლევი მასალის უბადლო ცოდნითა და ლინგვისტური ფაქტების ფაქიზი ანალიზით გამოირჩევა მისი ხანგრძლივი და შრომატევადი მუშაობის შედეგად შექმნილი ვრცელი მონოგრაფია გამოკვლევები ვეფხისტყაოსნის ენისა და ტექსტის კრიტიკის საკითხების შესახებ (1975). გიგინეიშვილის მეცნიერული ინტერესების სფეროში დიალექტს ჯეროვანი ადგილი ეჭირა. მან ადგილობრივ იკვლია ქართლური, ფშაური, გუდამაყრული, თიანური დიალექტები, ჩაწერილი მასალის დიდი ნაწილი და მიმოხილვები დაიბეჭდა მისი თანაავტორობით გამოქვეყნებულ ‘’ ქართული დიალექტოლოგიის I ტომში. გიგინეიშვილმა ვ. თოფურიასთან ერთად შეადგინა და გამოსცა ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი. ამ ლექსიკონმა დიდად შეუწყო ხელი ერთიანი ორთოგრაფიული ნორმების დამკვიდრებას ქართულ პრესაში, გამომცემლობების საქმიანობაში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ამ საკითხების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების კვლევას მიეძღვნა “ქართული სიტყვის კულტურის საკითხების” ხუთი წიგნი, რომლებიც გიგინეიშვილის რედაქტორობით გამოიცა.
შრომები:
ანგარიში 1937 წ. საზაფხულო მივლინებისა ქართლური კილოს შესასწავლად და ქართლური დიალექტოლოგიური მასალების შესაგროვებლად მდ. კავთურის ხეობაში. – ენიმკის მოამბე, ტ. II3, 1937, გვ. 276.
ავტორთა წინადადება იმის შესახებ რომ რუსული ენის მეშვეობით ინგლისურიდან შემოსული ტერმინის გოლის შესატყვისად “ლელო” იქნეს გამოყენებული. – გაზ. “ახალგაზრდა კომუნისტი”, 1976, 24 აპრილი. გამოხმაურება მ. კვაჭაძის, გ. ქავთარაძისა და ბ. ჩოლოყაშვილის წერილზე “ლელო” (გაზ. “ახალგაზრდა კომუნისტის” ამავე ნომერში).
ანგარიში 1937 წ. საზაფხულო მივლინებისა ქართლური კილოს შესასწავლად და ქართლური დიალექტოლოგიური მასალების შესაგროვებლად მდ. კავთურის ხეობაში. – ენიმკის მოამბე, ტ. II3, 1937, გვ. 276.
ნგარიში საზაფხულო მივლინებისა სურამის მიდამოებში. – ენიმკის მოამბე, ტ. 4, ნაკვ. 3, 1939, გვ. 199-205.
ახალი ქართული სალიტერატურო ენა და ვაჟა-ფშაველა. – გაზ. “სახალხო განათლება”, 1951, N_N_14, 15. თსუ სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1951, გვ. 113-115.
გამოკვლევები “ვეფხისტყაოსნის” ენისა და ტექსტის კრიტიკის საკითხების შესახებ. – თბ., 1975, 397 გვ.
გამოჩენილი ენათმეცნიერი. – გაზ. “სახალხო განათლება”, 1957, 15 მაისი, გვ. 2. აკაკი შანიძის დაბადების 70 და სამეცნიერო მოღვაწეობის 45 წლისთავის შესახებ.
დავით გურამიშვილი და ახალი ქართული სალიტერატურო ენა. – “ლიტერატურული გაზეთი”, 1955, 7 ოქტომბერი.
ერთი გამოთქმის აღნაგობისათვის ქართულ ენაში. – ენათმეცნ. ინს-ტის XXVIII სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1972, გვ. 10-11.
ერთი ნიმუში პრევერბთა აღრევისა “ვეფხისტყაოსნის” ჩვენამდე მოღწეულ ტექსტში. – ენათმეცნ. ინს-ტის XXVI სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1980, გვ. 23-24.
ვარლამ თოფურიას ღვაწლი თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა უნიფიკაციის საქმეში. – იკე, 1980, ტ. 22, გვ. 283-291.
ვ. ბარნოვის სტილის თავისებურებათა საკითხისათვის. – თსუ ფილოლოგიის ფაკ-ის II სამეცნიერო სესიის თეზისები, 1957, გვ. 13-14.
“ვეფხისტყაოსნის” ერთი სტროფის წაკითხვისა და გაგებისათვის. – მაცნე, 1971, N_ 3, გვ. 35-59.
“ვეფხისტყაოსნის” ზოგი ადგილის წაკითხვისათვის ქართულში ზედსართავ სახელთა შედარებით. აღმატებითი ხარისხის ფორმათა წარმოების თავისებურებებთან დაკავშირებით. – იკე, XV, 1966, გვ. 39-42. ენათმენც. და ხელნაწერთა ინს-ტების გაერთიანებული სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1961, გვ. 22-23.
“ვეფხისტყაოსნის” ლექსიკიდან. – იკე, XVIII, 1973, გვ. 211-242.
“ვეფხისტყაოსნის” ლექსიკიდან: 1. წვერგამო, 2. უაუგო. – შოთა რუსთაველის საიუბილეო კრებული, თბ., 1966, გვ. 342-363.
“ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დადგენის ზოგიერთი საკითხი. – მაცნე, N_ 3, 1966, გვ. 198-236.
ზოგი სამოხელეო ტერმინისათვის “ვეფხისტყაოსანში”: 1. წინამდგომელი (წინაშემდგომელი), წინამძღოლი. 2. საწოლის მეკრე. – მაცნე, V. 1966, გვ. 25-38.
ი. ბ. სტალინის მოძღვრება საერთო-სახალხო ენისა და დიალექტების შესახებ და ერთიანი ქართული სალიტერატურო ენის საკითხები. – იკე, ტ. III, 1952, გვ. 483-514. – რეზ. რუს. ენაზე.
ილია ჭავჭავაძე და ახალი ქართული სალიტერატურო ენა. – თსუ, ტ. 69, 1958, გვ. 47-61. – რეზ. რუს. ენაზე.
მდ. კავთურას ხეობა. – ენიმკი, ტ. II, 3, 1937, გვ. 276. ანგარიშები ქართლური კილოს შესასწავლად ქართლური დიალექტოლოგიური მასალების შესაგროვებლად.
XVI-XVIII სუკუნეების ქართული პოეზიის ძეგლთა ლექსიკონების აგებულებისათვის (“დავითიანის” ლექსიკონის მაგალითზე). – II რესპ. სესია, თეზისები, თბ., 1980, გვ. 19-21.
იხ. ფანჩვიძე ვლ., გიგინეიშვილი ივ. მეტყველების…
მრავლობითი რიცხვის ფორმათა ზოგი თავისებურება “ვეფხისტყაოსნის” ენაში. – ენათმეცნ. ინს-ტის XXIII სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1967, გვ. 14.
მრავლობითი რიცხვის ფორმათა ზოგი თავისებურების შესახებ “ვეფხისტყაოსნის” ენაში. – მაცნე, 1972, N_ 3, გვ. 99-120.
, ფოჩხუა ბ. ოთხმოცი წლის გადასახედიდან. – გაზ. “თბილისი”, 1978, 17 აპრილი. არნ. ჩიქობავას დაბადების 80 წლისთავის გამო.
პოსტპოზიციური მართული მსაზღვრელი ახალი ქართული ლექსის ენაში. – ენათმეცნ. ინს-ტის XXVII სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1971, გვ. 10-12.
პროფ. კ. კეკელიძე და ქართული ენის საკითხები. – “კომუნისტური აღზრდისათვის”, 1954, N_ 7, გვ. 66-70.
“რუსუდანიანი”, ლექსიკონი. – წიგნში “რუსუდანიანი”, გვ. 701-799. ტექსტის ენობრივი მიმოხილვა და ლექსიკონი.
იხ. აბულაძე ილ. “რუსუდანიანი”….
ბურჭულაძე გ. სასიქადულო მეცნიერი. – ჟურნ. “ცისკარი”, 1981, N_ 8, გვ. 143-147. ენათმეცნიერი ქ. ლომთათიძე, დაბადების 70 წლისთავი.
ჭაბაშვილი მ. საქართველოს სსრ გეოგრაფიულ სახელწოდებათა ორთოგრაფიული ლექსიკონების შესახებ. – ენათმეცნ. ინს-ტის XII სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1983, გვ. 16.
სახელოვანი მეცნიერი. – გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, 1968, 14 ივნისი. არნ. ჩიქობავას დაბადების 70 წლისთავი.
სიტყვათა წყობის ზოგი თავისებურება რუსთაველის ლექსისა და ამასთან დაკავშირებული საკითხები “ვეფხისტყაოსნის” ტექსტისა. – ენათმეცნ. ინს-ტის XII სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1966, ივნისი, გვ. 7-8.
სულხან-საბა ორბელიანის ენისათვის. – სულხან-საბა ორბელიანი, საიუბილეო კრებული, თბ,: 1959, გვ. 29-42.
უცხოურ პირთა გეოგრაფიული სახელების ქართულად გადმოცემისათვის. – კრებ.: “ქართული სიტყვის კულტურის საკითხები”, წ. 1. 1972, გვ. 246-255.
ფარნაოზ ერთელიშვილი. – გაზ. “თბილისის უნივერსიტეტი”, 1973, 23 თებერვალი, N_ 7, გვ. 3. ენათმეცნიერის დაბადების 50 წლისთავის გამო.
ფასდაუდებელი ღვაწლი. – გაზ. “თბილისის უნივერსიტეტი”, 1968, 14 ივნისი. არნ. ჩიქობავას დაბადების 70 წლისთავი.
ფშაური და ფშაველა. – ენათმეცნ. ინს-ტის II სამეცნ. სესია, თეზისები, თბ., 1945, გვ. 11-12.
ქართული დიალექტოლოგია, წიგნი I, ქართული ენის კილოთა მოკლე მიმოხილვა, ტექსტები, ლექსიკონი, თბ., 1961, 735 გვ.
ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი. – გაზ. “წიგნის სამყაროში”, 1969, 15 იანვარი. გამოსვლის გამო.
კიზირია ა., მარტიროსოვი ა. ქართული სალიტერატურო ენის განვითარების პერიოდიზაციისათვის ი. სტალინის მოძღვრების სინათლეზე. – ენათმეცნ. ინს-ტის III (IX) სამეცნ. სესია. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები, 1952, გვ. 9-11.
ბურჭულაძე გ. ქეთევან ლომთათიძე. – მაცნე, 1981, N_ 4, გვ. 188-191. ენათმეცნიერი.
რთული წინადადების ერთი თავისებური სახეობა “ვეფხისტყაოსნის” ენაში. – მაცნე, 1974, N_ 4, გვ. 103-112.
რთული წინადადების ერთი თავისებური სახეობა “ვეფხისტყაოსნის” ენაში. – ენათმეცნ. ინს-ტის XXV სამეცნ. სესია, თეზისები, თბ,: 1969, გვ. 11-12.
“შეიკრიბნენ და დასხდნენ”. – გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, 1968, 2 თებერვალი. დისკუსია ონომასტიკისათვის.
– გაზ. “სამშობლო”, 1982, 16 თებერვალი. ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი, 1909-1982, ნეკროლოგი.
– გაზ. “კომუნისტი”, 1982, 2 თებერვალი. ენათმეცნიერი, 1909-1982. ნეკროლოგი.
– იკე, 1985, ტ. 23, გვ. 325-328. ენათმეცნიერი, 1909-1982. ნეკროლოგი.