გიორგი ახვლედიანი
(1887-1973)
დაიბადა 13 აპრილი, 1887, სოფ. დერჩი, ახლანდელი წყალტუბოს რაიონი, 7 ივლისი, 1973, თბილისი), ქართველი ენათმეცნიერი. თსუ-ის პროფესორი (1918), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), ჩრდილო-ოსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების (1932) და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების (1940) საპატიო წევრი.
1914 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი, სადაც ახვლედიანის გამოკვლევას “ნარნარა და ცხვირისმიერი თანხმოვნების ისტორიისათვის სანსკრიტში, ბერძნულში, ლათინურსა და სლავურ ენებში” ოქროს მედალი მიენიჭა. პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკაში. შედიოდა თბილისის უნივერსიტეტის პირველ პროფესორთა კოლეგიაში, გამოსცა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები (“ენათმეცნიერების შესავალი”, 1918-1919; “სანსკრიტი”, 1920), შექმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია, სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ენათმეცნიერების შესავალს, ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკას, სანსკრიტს, ბერძნულს, ოსურს, რუსული ენის ისტორიასა და დიალექტოლოგიას, ინდოევროპული ენების შედარებით გრამატიკას, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიას და სხვა.
გ. ახვლედიანმა ი. ყიფშიძესთან და ა. შანიძესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს. 1923 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა “ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება”. ახვლედიანის სახელთანაა დაკავშირებული ჩვენში ახალი კადრების აღზრდა ზოგად საექსპერიმენტულ ფონეტიკაში, ზოგად ენათმეცნიერებაში, გერმანისტიკაში, რომანისტიკაში, ინდოლოგიაში, ირანისტიკაში, ოსოლოგიაში.
მისი ნაშრომები “ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები” (ტ. 1, 1938), “ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები” (1949), “ზოგადი ფონეტიკის შესავალი” (1956), გამოირჩევა ორიგინალობით და საკვანძო საკითხების ახლებურად გაშუქებით. ქართულ-ქართველური სპეციფიკური თანხმოვნების, თანხმოვანთა კომპლექსებისა და, საერთოდ, ბგერითი სისტემის შესწავლით მან მრავალი ახალი დებულება შემატა ზოგად ფონეტიკას. ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიაში დამკვიდრდა ახვლედიანის შემოღებული არაერთი ტერმინი. ახვლედიანის ფონეტიკის პრაქტიკული გამოყენების – ლოგოპედიის მამამთავარია საქართველოში.
გ. ახვლედიანმა გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ ენაზე მხატვრული თარგმნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. თარგმნიდა და გამოაქვეყნა ძველი ინდურიდან “დასაბამი ნივთთა” (ჰიმნი რიგვედიდან), ავესტურიდან “ავესტა” (17 გათა); ქართულ ზღაპრებში მიაკვლია ინდურ სიუჟეტს (“ავესტის თრაეტაონა და ქართული ზღაპრების თრითინო”, 1914).
გ. ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. თანამშრომლობდა “ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენ კომისიაში” (1920-იდან); თავმჯდომარეობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების სასცენო მეტყველების მეთოდურ საბჭოს. ახვლედიანის რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის აკადემირი გრამატიკა (ტ. 1-2, ორჯონიკიძე, 1963). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით.
შრომები:
აკად. მარის ენათმეცნიერული მემკვიდრეობის შემოქმედებითი ათვისება და ჩვენი უახლესი ამოცანები (მოხსენების გეგმა). ენის ინს-ტის მე-6 სამეცნ. სესია, მიძღვნილი აკად. ნ. მარის ხსოვნისადმი. 1949 წ. 29-30 დეკემბერს და 1950 წ. 8 იანვარს, თეზისები, თბ. 1949, გვ. 5.
აკადემიკოსი ნიკო მარი. კომ. აღზრდა, 1934, N 11-12, გვ. 7.
აკად. ვ. თოფურიას დაბადების 70 წლისთავი. განახლებული აბაშა, 1971, 29 ივნ. გვ. 3.
ამხ. ნ. აგიაშვილის ფელეტონის გამო. “ლიტერატურული გაზეთი”, 1958, 19 დეკემბერი, გვ. 2-4.
აფხაზეთის ისტორიული ტოპონიმიკის ზოგიერთი საკითხისათვის. ჟურნ. “მნათობი”, 1957, N 2, გვ. 107-114. პავლე ინგოროყვა “გიორგი მერჩულე” თბ. 1954. განხილვის წესით.
აქემენიდთა ლურსმული წარწერების mac±iGaÐ ხალხის იდენტიფიკაციის საკითხისათვის. სმამ, ტ. IV, 1943, N 5, გვ. 483-490. რეზ. რუს. ინგლ. ენაზე.
е> და უმახვილო о-ს შემცველ რუსულ სიტყვათა გადმოცემისათვის ქართულში. წიგნში: “სალიტერატურო ქართული ნორმები”, 1, 1936, გვ. 58-60. თეზისები გ. ახვლედიანის მოხსენების მიხედვით.
ბგერათანალიზის მნიშვნელობა “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დადგენისათვის. სალიტერატურო გაზეთი, 1934, 4 სექტემბერი, გვ. 1.
ბგერათმონაცვლეობის ზოგიერთი საკითხი ქართულში. თსუ შრომები, 1948, ტ. 34, გვ. 355-363; დაბეჭდილია წგ-ში: “ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები”, 1949, გვ. 292-300.
ბგერამოშლა და ბგერაცვლა. საქ. სსრ მეცნ. აკად. საზოგ. მეცნ. განყ-ბის 29-ე სამეცნ. სესია, თეზისები, თბ. 1950, გვ. 13-14.
გამოჩენილი ქართველოლოგი. გაზ. “თბილისი”, 1971, 18 სექტემბერი, გვ. 3. შ. ძიძიგურის 60 წლისთავის გამო.
გუტურალთა რეგრესულ-დისიმილაციური დაკარგვა ქართულში. ფსიქოლ. ინს-ტის შრომები, ტ. 3, 1945, გვ. 31-35. რეზ. რუს. ენაზე.
დავიცვათ სალიტერატურო ქართული ენის ნორმები. საყმაწვილო ლიტერატურის მოამბე, 1968, VI, გვ. 43-44.
დაუღალავი მკვლევარი. გაზ. “სახალხო განათლება”, 1971, 6 ოქტომბერი, გვ. 3. შოთა ძიძიგურის დაბადების 60 წლისთავი. მისი როლი ქართული ენის შესწავლის საქმეში.
დიადი განახლების ეპოქა. დროშა, 1971, N 2, გვ. 6. საქართველოს 50 წლისთავის გამო. ავტორი აღნიშნავს, რომ წარიმართა ფართო კვლევა-ძიება ქართული ენისა და ქართველური ენების შესასწავლად ისტორიულ-შედარებითი მეთოდით.
დიალექტთა შერევის საკითხისათვის. სმამ, ტ. 7, 1946, N 9-10, გვ. 633-636; დაბეჭდილია წიგნში: ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, 1949, გვ. 393-397.
დიდი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი. გაზ. “კომუნისტი”, 1941, 22 ნოემბერი, გვ. 4. გარდაცვალებიდან ერთი წლისთავის გამო მოგონებაა. ლაპარაკია ივანე ჯავახიშვილის ღვაწლზე საერთოდ. აწერს ხელს რამდენიმე აკადემიკოსი.
დიდი საუბრის დასაწყისი. გაზ. “ახალგაზრდა კომუნისტი”, 1963, 28 თებერვალი, გვ. 2. ჟურნ. “ცისკრის” 1962 წ. N 11-ის განხილვა.
დიდმნიშვნელოვანი ნაშრომი ქართველურ ენათმეცნიერებაში. გაზ. “კომუნისტი”, 1965, 12 ნოემბერი, გვ. 3. შ. ძიძიგურის თანაავტორობით. რეცენზია: თ. გამყრელიძე და გ. მაჭავარიანი. სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში (საერთო-ქართველური სტრუქტურის ტიპოლოგია). გ. წერეთლის რედაქციით და წინასიტყვაობით. თბ. 1965.
ენა და ერი. სამშობლო, 1970, 13 თებერვალი, გვ. 6.
ენათა კლასიფიკაცია. წიგნში: “ენათმეცნიერების შესწავლის საკითხები” (გ; ახვლედიანის რედაქციით), დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის. თბ. 1972, გვ. 285-324. ქართველურ ენათა ჯგუფში დასახელებულია: 1) ქართული ენა თავისი დიალექტებითურთ, 2) მეგრული, 3) ზანური და 4) სვანური.
ენათმეცნიერება. წიგნში: მეცნიერება საბჭოთა საქართველოში 25 წლის მანძილზე. 1946, 3 გვ. 49-90. I. ენათმეცნიერების მუშაობა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე. II. ქართული ენათმეცნიერება საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ.
ენათმეცნიერების ზოგიერთი საკითხი მეტყველების პათოლოგიის გაშუქებით (მოხსენების გეგმა). თსუ სამეცნ. სესია, მიძღვნილი უნივერსიტეტის არსებობის 25 წლისთავისადმი (1918-1943 წწ. ). მუშაობის გეგმა, თბ. 1943, გვ. 6.
ენათმეცნიერების შესავალი (ლექციები. ხელნაწერის მაგიერ) I. თსუ ახვლედიანი გ. ენათმეცნიერების შესავალი (ლექციები. ხელნაწერის მაგიერ) II. ტფ. გამოცემა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობისა [1918], 91 გვ.
ენათმეცნიერების შესავალი (ლექციები. ხელნაწერის მაგიერ) III. ტფ. უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამოცემა [1918], 40 გვ. ენათმეცნიერების ზოგადი საკითხების გასაშუქებლად გამოყენებულია მაგალითები ქართული ენის საუნჯიდან.
ენათმეცნიერების შესავალი [I-III]. ლექციები (ხელნაწერის მაგიერ). ტფ. 1927, I, 32 გვ. ; II, 91 გვ. ; III, 132 გვ. ენათმეცნიერების შესავლის საკითხების განხილვის დროს გამოყენებულია ქართულ-ქართველური ენების მონაცემებიც (ფონეტიკიდან, გრამატიკიდან, ლექსიკიდან) სხვა ენების მასალებთან ერთად.
ენათმეცნიერების შესავლის პროგრამა. თბ. 1945, 10(2) გვ. პედ. ინს-ტის ენისა და ლიტერატურის ფაკ-ტის ქართული ენის განყოფილებებისათვის.
ენათმეცნიერების პროპედევტიკა და ზოგადი ფონეტიკა, განაკვეთი 1-2, ტფ. 1932, 38 გვ.
ენის პრობლემები ი. ბ. სტალინის შრომებში. თსუ სამეცნ. სესია, თეზისები, თბ. 1949, გვ. 44.
ენის ცვალებადობა და განვითარება სამწერლობო ენის ნორმალიზაციის თვალსაზრისით.
ენობრივი გარსის საკითხისათვის. თსუ სამეცნ. სესია, თეზისები, თბ. 1954, გვ. 138-139.
ზოგადი ფონეტიკის ლექციები (ლითოგრაფიული). 1930, 1-64 გვ.
ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები. თბ. 1949, XIV, 438 გვ. ზოგადი ფონეტიკის საკითხების დროს გამოყენებულია ქართველური ენების მასალაც.
ზოგადი ფონეტიკის შესავალი. თბ. 11956, 208 გვ. ; 1966, 208 გვ.
ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები. თბ. 1938, 232 გვ.
ზოგიერთი შენიშვნა. ჟურნ. “საბჭოთა სამართალი”, 1960, N 1, გვ. 41-42. შენიშვნა ეხება იურიდიული ტერმინოლოგიის რუსულ-ქართული ლექსიკონის მასალებს.
თანხმოვანთა ასიმილაციის მიმართულების საკითხისათვის ქართულში. თსუ სამეცნ. სესია, თეზისები, თბ. 1947, გვ. 5.
თანხმოვანთა აქცესიური კომპლექსების საკითხისათვის ქართულში. თსუ შრომები, ტ. 30 б 31 б, 1947, გვ. 357-361; დაბეჭდილია წიგნში: “ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები”, თბ. 1949, გვ. 334-339.
თანხმოვანთა რეგრესულ-დისიმილაციური ლაკარგვის მოვლენები ქართულში. საქ. სსრ მეცნ. აკად. საზოგ. მეცნ. განყ-ბის მე-18 სამეცნ. სესია, თეზისები, თბ. 1945, გვ. 10.
თანხმოვანთა ჰარმონიული კომპლექსების ფიზიოლოგიისათვის ქართულში. საქ. სსრ მეცნ. აკად. საზოგ. მეცნ. განყ-ბის 25-ე სამეცნ. სესია, თეზისები, თბ. 1947, გვ. 9. პარალ. ტექსტი რუს. ენაზე, გვ. 19.
თბილისის უნივერსიტეტი და ენათმეცნიერება საქართველოში. თსუ შრომები, ტ. 19, 1941, გვ. 155-186.
ილია ჭავჭავაძე და ახალი ქართული სალიტერატურო ენა. სიმართლე (ქუთაისი), 1957, 13 სექტემბერი.
ი. ბ. სტალინის მოძღვრება ენის ძირითადი ლექსიკური ფონდის შესახებ. თსუ შრომები, ტ. 47, 1952, გვ. 111-117. წაკითხულია საჯაროდ ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის ღია სხდომაზე 1951 წლის 27 მარტს.
ისტორიული ბგერაცვლილების ერთი ფაქტორთაგანი. საქ. სსრ უმაღლ. სასწავლებლების ქართ. ენის კათედრათა მე-6 რესპუბ. სამეცნ. -მეთოდ. კონფ. თეზისები, თბ. 1965, გვ. 8-9.
ისტორიული ცნობა დვალეთისა და დვალების შესახებ. ენიმკი, ტ. 10, 1941, გვ. 193-195. რეზ. რუს. ენაზე.
კეთება ზმნის უმართებულოდ ხმარების გამო. შენიშვნა. “სახალხო განათლება”, 1971, 23 ივლ. გვ. 2.
ლინგვისტური საუბარი. ახალგაზრდა სტალინელი, 1957, 1 მაისი, გვ. 3.
“მარცვლის” საკითხის გარშემო. ჟურნ. “მომავალი”, 1921, N 2, გვ. 10-12.
მეცნიერთა სახელით. ქართული თეატრის დღე, 1972: 14 იანვარი, გვ. 2. გ. ახვლედიანი აღნიშნავს, რომ სასცენო მეტყველების მეთოდურმა საბჭომ, რომელიც ხელს უწყობს სალიტერატურო ქართული ენის სიწმინდის დაცვას სცენაზე, შეადგინა და გამოსცა თეატრალური ტერმინოლოგიის მოკლე ლექსიკონი.
მკვეთრი ხშულნი ქართულში. თსუ მოამბე, ტ. 2, 1922-1923, გვ. 113-128.
მცირე მოგონება დიდ ქართველოლოგზე. კრ-ში: “ორიონი” (საიუბილეო კრებული, მიძღვნილი აკაკი შანიძის დაბადების 80 წლისთავისადმი). თბ. 1967, გვ. 38-39.
ნ. მარი. ძველი ქართული ენის გრამატიკა (რეცენზია). მიმომხილველი, ტფ. 1926, გვ. 325-329.
ნუ დაარქმევთ ბავშვებს საჩოთირო სახელს. ჟურნ. “საბჭოთა ქალი”, 1959, N 7, გვ. 21; გაზ. “დროშა” (შუახევი), 1974, 1 ივნ. გვ. 4.
ორი ერთსახე პრეფიქსი ქართულ ზმნაში. ჩვენი მეცნიერება, 1923, N 1, გვ. 97-106. რეც. ა. შანიძის ნაშრომზე, სუბიექტური პრეფიქსი II პირისა და ობიექტური პრეფიქსი III პირისა ქართულ ზმნებში, თბ. 1920.
პიროვნების სახელის შესახებ. გაზ. “თბილისი”, 1959, 10 იანვარი, გვ. 3. თამარა და უშანგი თუ თამარ და უშანგ?
პრევერბთა ფუნქციების შესახებ ქართულსა და ოსურში. თსუ ფილოლოგიის ფაკ-ტის მე-6 სამეცნ. სესია, თეზისები, თბ. 1960, გვ. 9.
პროფესორ ივანე ქავთარაძის სტატიის გამო. გაზ. “ახალგაზრდა კომუნისტი”, 1972, 15 იანვარი, გვ. 3. გამოხმაურება ამავე გაზეთის 1971 წლის 14 X ნომერში დაბეჭდილი ივ. ქავთარაძის სტატიაზე “ვიფიქროთ მომავლისათვის” მთარგმნელობითი მუშაობის გაუმჯობესების საკითხებზე.
რუსულ-ქართული ლექსიკონი. გ. ახვლედიანის რედაქციით. ტ. I, A-3, ტფ. 1931, 16 აგვისტო, 716 გვ. ს. იორდანიშვილის თანაავტორობით.
რუსულ-ქართული ლექსიკონი. გ. ახვლედიანის რედაქციით. ტ. II, U-H. ტფ. 1935, 06 გვ. 784 სვ. ს. იორდანიშვილის თანაავტორობით.
საენათმეცნიერო ტერმინოლოგია, გ. ახვლედიანის რედაქციით. ჟურნ. “ჩვენი მეცნიერება”, 1923, N 2-3, გვ. 1-16. არის ცალკე ამონაბეჭდი.
სალიტერატურო ქართულის ზოგიერთი საკითხისათვის. საქ. სსრ უმაღლ. სასწ. ქართული ენის კათედრათა I(V) სამეცნ. -მეთოდ. კონფერენცია, თეზისები, თბ. 1963, გვ. 26-27.
სალიტერატურო ქართულის მოვლის საკითხისათვის (მოხსენების გეგმა). საქ. სსრ უმაღლ. სასწ. ქართული ენის კათედრათა მე-4 სამეცნ. -მეთოდ. სესია, მუშაობის გეგმა, თბ. 1957, გვ. 3.
“სა-ო” და “ური”ს მნიშვნელობა. “ჩვენი მეცნიერება”, 1923, N 2-3, გვ. 56-61.
სამი ფონეტიკური კანონი (მარის, ფორტუნატოვისა და ვერნერის). აკად. ნ. მარის სახ. ენის ინს-ტის მე-6 სამეცნ. სესია, თეზისები, თბ. 1949, გვ. 7. ეხება ნ. მარის ჰარმონიზაციის კანონს ქართულ ენაში და დეცესიური კომპლექსების სისტემას.
სასცენო მეტყველების ზოგიერთი საკითხი. საქართველოს თეატრალური საზოგადოების მოამბე, 1963, N 1, გვ. 5-6.
საქართველოს სსრ მეცნ. აკადემია 1941-1945 წწ. მანძილზე (მოკლე მიმოხილვა), თბ. 1946, 60 გვ. ქართველურ ენებს ეხება მხოლოდ გაკვრით.
სახელგანთქმული მეცნიერი. გაზ. “საბჭოთა ოსეთი”, 1967, 27 მაისი, გვ. 3. ა. შანიძის 80 წლისთავი.
სახელოვანი მეცნიერი. “ლიტერატურული გაზეთი”, 1957, 10 მაისი, გვ. 1. ა. შანიძის დაბადების 70 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 45 წლისთავის გამო.
სილოვან ხუნდაძე. გაზ. “სამშობლო”, 1970, 11 დეკემბერი, გვ. 7. დაბადებიდან 110 წლის გამო. ეხება სილ. ხუნდაძის დამსახურებას ქართული ენის სიწმინდის დაცვისათვის ბრძოლის საქმეში.
თ სილოვან ხუნდაძის გარდაცვალების გამო. ჟურნ. “ქართ. მწერლობა”, 1928, N 6-7, გვ. 220-224. მოხსენებილან სილ. ხუნდაძის დამსახურება სალიტერატურო ქართულის წინაშე.
სინონიმთა ლექსიკონის საკითხების გარშემო. გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, 1964, 22 მაისი, გვ. 2. ც. კიკვიძის რეცენზიის გამო ალ. ნეიმანის წიგნზე “ქართულ სინონიმთა ლექსიკონი”.
სიტყვას ეცვლება მნიშვნელობა. ჟურნ. “საქართველოს ქალი”, 1965, N 5, გვ. 22. სიტყვა “ბატონის” ადგილი ქართულ მეტყველებაში.
სიტყვის კეთილი და ავი ძალი. ჟურნ. “საქართველოს ქალი”, 1970, N 7, გვ. 20.
სამეტყველო ბგერა და წერა (კონსპექტი), ტფ. 1930, 64 გვ.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი. ტფ. 1933, II+454 გვ. შესულია მხოლოდ გავრცელებული უცხოური სიტყვები.
ფონეტიკური ლიტერატურის ანოტირებული ბიბლიოგრაფია. 1. ქართველური ენები. გ. ახვლედიანის რედაქციით. ტფ. 1937, 80 გვ.
და ჟღენტი ს. ფონეტიკური ლიტერატურის ანოტირებული ბიბლიოგრაფია. II. კავკასიური ენები (გ. ახვლედიანის რედაქციით), თბ. 1940, II, 241 გვ. ქართველურ ენათა ფონეტკის შესახებ ანოტაცია მოცემულია “დამატებებში”, გვ. 181-201.
ფონეტიკური შენიშვნები. ენიმკის მოამბე, ტ. I, 1937, გვ. 107-118. რეზ. რუს. ენაზე.
ფონოლოგიის ზოგიერთი საკითხი. საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყ-ბის მე-15 სამეცნ. სესია, თეზისები, თბ. 1944, გვ. 13-14. პარალ. ტექსტი რუს. ენაზე, გვ. 24-25.
ძიძიგური შ. მგელაძე დ. მაჭარაშვილი კ. ქართული გვარებისა და საკუთარი სახელების რუსულად გადატანის საკითხისათვის. გაზ. “სახალხო განათლება”, 1968, 25 დეკემბერი, გვ. 2.
ქართული გრამატიკის საკითხები იაკობ გოგებაშვილის შრომებში. იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო კრებული, თბ. 1940, გვ. 58-67.
ქართული ენის შემსწავლელი წრე განათლების მუშაკთა სახლთან. საქართველოს განათლების მუშაკი, 1926, N 34, გვ. 14-15. ეხება ქართული ენის სწავლების გაძლიერებას საშუალო სკოლებში.
ქართულ თანხმოვანთა კლასიფიკაცია. მიმომხ. N 1, თბ. 1926. იგივეა რაც, “შენიშვნები ქართულ თანხმოვანთა განდასებისათვის” [რეცენზია]. “მიმომხილველი”, N 1, თბ. 1926, გვ. 243-246.
ქართული კულტურის მეგობარი. გაზ. “კომუნისტი”, 1970, 26 ნოემბერი. პროფესორ ხუნტი კუმირ ჩაგერჯის 80 წლისთავისათვის.
ქართულ-რუსული ლექსიკონი. თბ. 1942, XI, 424 გვ. ; 1950, XII, 478 გვ. ვ. თოფურიას თანაავტორობით.
ქართული სალიტერატურო ენა “ცისკრის” ერთ ნომერში (1962 წ. N 11). გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, 1963, 24 მაისი, გვ. 2.
ქართულ სამეტყველო ბგერათა წარმოთქმის სპეციფიკურობა. ფუნქც. ნერვ. -დაავადებათა სამეცნ. -კვლევითი ინსტ. შრომები, 1936, ტ, I, გვ. 117-128.
ღვაწლმოსილი პედაგოგი. გაზ. “კომუნისტი”, 1960, 21 აპრილი, გვ. 4. სილოვან ხუნდაძის დაბადების 100 წლისთავი.
ყრილობა სალიტერატურო ქართულის შესამუშავებლად. “სახალხო საქმე”: 1920, N 803, 17 აპრილი, გვ. 3.
ყრუ mediae ქართულში. ჟურნ. “განათლება”, 1920, N 4-5, გვ. 3-10, დაბეჭდილია წიგნში “ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები”, თბ. 1949, გვ. 353-357.
შემოქმედი, მკვლევარი. გაზ. “კომუნისტი”, 1968, 3 სექტემბერი, გვ. 4. ენათმეცნიერიგივი მაჭავარიანის გარდაცვალების გამო.
შენიშვნა “ვჟარები”. “ჩვენი მეცნიერება”, 1923, N 6-7, გვ. 80.
შენიშვნები ქართულ თანხმოვანთა განდასებისათვის. მიმომხილველი, I, 1926, გვ. 243-246; დაბეჭდილია წიგნში: “ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები”, თბ. 1949, გვ. 374-377. რეც. ე. პოლივანოვ-ის სტატიაზე.
შემოქმედი, მკვლევარი. საენათმეცნიერო კრებული. რედ. შ. ძიძიგური (ეძღვნება გივი მაჭავარიანის ხსოვნას დაბადების 50 წლისთავზე). თბ. 1979, გვ. 5.
წინასიტყვაობა. წიგნში: სასოფლო-სამეურნეო ტერმინოლოგია. II. ენტიმოლოგია, რედ. ლ. კალანდაძისა და ვ. ბაქრაძის მიერ. ტფ. 1938, გვ. 1-2.
წინასიტყვაობა. წიგნში: ცაგარელი ლ. ლექსიკონი სამხედრო-ტექნიკური ტფ. სამხედრო სარედაქც. -საგამომცემლო კომისიის გამოცემა, 1925, გვ. III-VIII. ეხება ქართული ტერმინოლოგიის მნიშვნელობას. დადებითად აფასებს ლ. ცაგარელის “ლექსიკონს”.
წინასიტყვაობის მაგიერ. წიგნში: ჟღენტი ს. ქართველურ ენათა ფონეტიკის საკითხები. რჩეული შრომები, რედ. გ. ახვლედიანი. თბ. 1965, გვ. 5-6. მოკლე წერილში “წინასიტყვაობის მაგიერ” ძუნწად მაგრამ ამომწურავად არის ნაჩვენები სერგი ჟღენტის დამსახურება მეცნიერების წინაშე.
(ს. იორდანიშვილის თანაავტორობით). წინასიტყვაობა. წიგნში: ახვლედიანიგ. და იორდანიშვილი ს. რუსულ-ქართული ლექსიკონი, ტ. 1-3, ტფ. 1931, გვ. 5-9. პარალ. ტექსტი რუს. ენაზე, გვ. 10-14. ეხება ასეთი ლექსიკონის საჭიროებას, მის დანიშნულებას, სათარგმნი სიტყვების შერჩევას, სარგებლობის წესაბსა და სხვ.
იორდანიშვილი ს. წინასიტყვაობის მაგიერ (შენიშვნები II ტომისათვის). წიგნში: ახვლედიანი გ. და იორდანიშვილი ს. რუსულ-ქართული ლექსიკონი. ტ. II. U-H. ტფ. 1935, გვ. 05. პარალ. ტექსტი რუს. ენაზე, გვ. 06. ეხება ამ ლექსიკონით სარგებლობის წესებს.
წინასწარი შენიშვნები. წიგნში: იმედაშვილი ი. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. ახლად შევსებულ-შესწ. და გადამუშ. მე-3 გამოცემა, ტფ. სილ. თავართქილაძის გამოცემა, 1928, გვ. V.
წყლის კულტის მოტივები “ვარშაყიანში”. ჟურნ. “ცისკარი”, 1972, N 1, გვ. 119-125. ავტორის აზრით, შემთხვევითი არაა, რომ წყლის კულტის კვალი ქართული ენის ლექსიკაშიც აისახა (გვ. 125, იმოწმებს ილია ჭავჭავაძეს, მის გონებამახვილურ დაკვირვებას “წყალ” სიტყვასთან დაკავშირებით).
ხმოვნისა და თანხმოვნის ერთმანეთისაგან გენეზისური განსხვავების საკითხისათვის. სმამ, 1942, ტ. III, N 9, გვ. 959-964. რეზ. რუს. ენაზე.
ჰაე და სანი ქართულ ზმნებში. “განათლება”, 1920, N 4-5, გვ. 22-28.
არაზუსტი რითმის საკითხისათვის ი. გრიშაშვილის პოეზიაში. სტუდ. შრ. კრებ. წგ. 5, 1950, გვ. 199-210.
სმამ, ტ. 72, N 1, 1973, გვ. 248-249. პარალ. ტექსტი რუს. ენაზე. ენათმეცნიერის ნარდაცვალების გამო.