საინფორმაციო წერილი

ძვირფასო კოლეგებო,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 2024 წლის 26 მარტს (აკად. არნ. ჩიქობავას დაბადების დღეს) გამართავს ტრადიციულ, რიგით მესამე სამეცნიერო კონფერენციას — „ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები“.

სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებსა და მოწვეულ პედაგოგებს, ასევე კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებს.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

მასალების კრებული გამოიცემა ელექტრონულად.

ტექნიკური მოთხოვნები:

ტექსტის მოცულობა: მაქს. 600 სიტყვა;

შრიფტი: Sylfaen;

შრიფტი საენათმეცნიერო ტრანსკრიფციებისთვის: ICL_Symbol.

გამოგზავნილ მასალებს თან უნდა ახლდეს ავტორ(ებ)ის საკონტაქტო ინფორმაცია.

მასალები მიიღება 2024 წლის 15 მარტამდე, მისამართზე: caucasology@tsu.ge

კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდული ფორმატით.

 

 

პატივისცემით

საორგანიზაციო კომიტეტი

0179 თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №19, III სადარბაზო,

მე-4 სართული, არნოლდ ჩიქობავას კაბინეტ-მუზეუმი

+995 595 089 589

caucasology@tsu.ge