წიგნში წარმოდგენილია დაახლოებით 1070 ომონიმი (2800 ომონიმური ცალი სიტყვ-სტატია). ნაშრომი ემყარება ემპირიულ მასალას, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან წერილობით წყაროებს, დიალექტოლოგიურ და ქართველურ ენათა მონაცემებს. განხილულია ამა თუ იმ სიტყვასთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული თვალსაზრისები და, შეძლებისდაგვარად, მათი წარმომავლობისა და ეტიმოლოგიის საკუთარი ინტერპრეტაციაც. დაწერილია ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გათვალისწინებით. განკუთვნილია ქართველური ენების ლექსიკის ისტორიულ-ეტიმოლოგიური საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.
ავტორი
ნ. ჭოხონელიძე
რედაქტორი
მ. ჩუხუა
რეცენზენტები:
ე. შენგელია, ნ. ხახიაშვილი
ტექნიკური რედაქტორი
ლ. ვაშაკიძე
ოპერატორი
თ. გაბროშვილი