საერთაშორისო კონფერენცია
ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები
ორგანიზატორები
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი
ჩატარების თარიღი: 4–5 სექტემბერი, 2013 წ.
მიმართულება: გამოყენებითი ლინგვისტიკა, კომპიუტერული ლინგვისტიკა, კორპუსის ლინგვისტიკა
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 26 აპრილი, 2013 წ.
შეტყობინება მოხსენების პროგრამაში ჩართვის შესახებ: 10 მაისი, 2013 წ.
მოხსენებათა წარდგენის ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2013 წ.
21-ე საუკუნეში გამოიკვეთა კომპიუტერული ტექნოლოგიების როლი ეროვნული ენებისა და კულტურების შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში. ბუნებრივ ენათა სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობაა ენობრივ მონაცემთა დამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიებით. ამიტომაც გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ელექტრონულ სივრცეში ქართული ენის სრულფასოვანი ჩართვა: ტექსტური კორპუსების, ელექტრონული ბიბლიოთეკების, ენის ელექტრონული სწავლებისა და სათარგმნი პროგრამების შექმნა.
კონფერენციის მიზანია ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოების წარმოდგენა, შედეგების შეჯამება, სამომავლო ამოცანების დასმა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
კონფერენციის თემატიკა:
- ენის კომპიუტერული მოდელირება
- კორპუსის ლინგვისტიკა
- კორპუსის ინტერდისციპლინარული გამოყენება (ენის სწავლება, თარგმანი, ლექსიკოგრაფია...)
- ენის დოკუმენტირების ელექტრონული საშუალებები.
თეზისების წარდგენის წესი:
მოცულობა: არაუმეტეს 500 სიტყვისა.
შრიფტი: ქართულისათვის – Sylfaen, ინგლისურისა და რუსულისათვის – Times New Roman.
შრიფტის ზომა: 12
ფორმატი: როგორც MS Word, ასევე PDF.
თეზისები როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე glmt2013@ice.ge
რუსულენოვან თეზისს უნდა ახლდეს ინგლისურენოვანი თარგმანი.
რეგლამენტი
პლენარული სხდომის მოხსენება – 30 წუთი
პრეზენტაცია – 25 წუთი
სექციური სხდომის მოხსენება – 15 წუთი
მსჯელობა – 5 წუთი
იგეგმება კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების კრებულის გამოცემა.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ ანკეტის შევსებას (იხ. ბმული) და "თანმხლების" (attachment) სახით გადმოგზავნას შემდეგ მისამართზე: glmt2013@ice.ge
კონფერენციის მონაწილის სარეგისტრაციო გადასახადი: 50 ლარი (25 €).
გთხოვთ თანხა ჩარიცხოთ შემდეგი რეკვიზიტებით:
მიმღები - თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
მიმღების ბანკი - " ბანკი რესპუბლიკა"
ბანკის კოდი REPLGE 22 ა/ა GE29BR0000010588187769