საერთაშორისო კონფერენცია
„ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“
ორგანიზატორები:
გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტი
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი
ჩატარების თარიღი: 10–15 სექტემბერი, 2015 წ.
მიმართულება: გამოყენებითი ლინგვისტიკა, კომპიუტერული ლინგვისტიკა, კორპუსლინგვისტიკა
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2015 წ.
შეტყობინება მოხსენების პროგრამაში ჩართვის შესახებ: 29 მაისი, 2015 წ.
მოხსენებათა წარდგენის ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2015 წ.
მეცნიერებაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარადიგმატულ ნიშანს წარმოადგენს. ამ პროცესის საყოველთაო დამკვიდრებამ ენათმეცნიერებაში გარდაუვალი გახადა ელექტრონული რესურსების შექმნა და თვისობრივად ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული კვლევის მეთოდების განვითარება და დანერგვა კვლევით და სასწავლო სფეროში.
კონფერენციის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების ურთიერთგაზიარება ტექსტური კორპუსების შექმნის, ენის კომპუტერული მოდელირების, ავტომატური თარგმანის, ენის ელექტრონული სწავლებისა და ენის ელექტრონული დოკუმენტირების სფეროში.
კონფერენციის თემატიკა:
• ენის კომპიუტერული მოდელირება
• კორპუსის ლინგვისტიკა
• კორპუსის ინტერდისციპლინარული გამოყენება (ენის ელექტრონული სწავლება, თარგმანი, ლექსიკოგრაფია...)
• ენის დოკუმენტირების ელექტრონული საშუალებები.
მოწვეული სტუმრები
პროფ. ირინა გურევიჩი – დარმშტატის უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერებების ინსტიტუტი
დოქტორი ენდრიუ ჰარდი – ლანკასტერის უნივერსიტეტი, ენის კომპიუტერული კვლევის ცენტრი
პროფ. ტონი მაკენერი – ლანკასტერის უნივერსიტეტი, ენის კომპიუტერული კვლევის ცენტრი
პროფ. სერგეი შაროვი _ ლიდსის უნივერსიტეტი, თარგმანის ცენტრი
პროფ. იოსტ გიპერტი – მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი, ემპირიულ კვლევათა ცენტრი
თეზისების წარდგენის წესი
მოცულობა: არაუმეტეს 1000 სიტყვისა.
შრიფტი: ქართულისათვის – Sylfaen, ინგლისურისა და რუსულისათვის – Times New Roman.
შრიფტის ზომა: 12
ფორმატი: MS Word და PDF.
თეზისები გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lmt2015@ice.ge
ქართულ - და რუსულენოვან თეზისს უნდა ახლდეს ინგლისური თარგმანი.
რეგლამენტი:
- პლენარული სხდომის მოხსენება – 45 წუთი
- პრეზენტაცია – 30 წუთი
- სექციური სხდომის მოხსენება – 20 წუთი
- მსჯელობა – 10 წუთი
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ანკეტა (იხ. ბმული) და გადმოგზავნონ შემდეგ მისამართზე: lmt2015@ice.ge
კონფერენციის მონაწილის სარეგისტრაციო გადასახადი:
- საქართველოდან წარმოდგენილი ნაშრომების ავტორებისთვის - 50 ლარი
- უცხოეთიდან წარმოდგენილი ნაშრომების ავტორებისთვის - € 50.
კონფერენციის მასალების ორენოვანი კრებული გამოქვეყნდება კონფერენციის დაწყებამდე.