ლინგვისტ-კავკასიოლოგთა III  საერთაშორისო სიმპოზიუმი მიძღვნილი აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის დაბადების 100 წლისთავისადმი

იბერიულ-კავკასიური ენები: სტრუქტურა, ისტორია, ფუნქციონირება 

 

ძვირფასო კოლეგებო!
გიწვევთ ლინგვისტ-კავკასიოლოგთა მესამე  საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის დაბადების მე-100  წლისთავს.

სომპოზიუმი გაიმართება 2011 წლის 27-29  ოქტომბერს.

 

სიმპოზიუმის თემატიკა:   

მრგვალი მაგიდა:

სიმპოზიუმის სამუშაო ენებია:
ქართული, რუსული, ინგლისური. ქართულ და რუსულ ენებზე წარმოდგენილ თეზისებს უნდა ახლდეს ინგლისურენოვანი ვერსია. ინგლისური და რუსული თეზისების ქართულ ვერსიას მოამზადებს რედაქცია.
სიმპოზიუმზე წარმოდგენილი თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს
2
ნაბეჭდ გვერდს (500 სიტყვა).

ტექნიკური პირობები:
ტექსტური რედაქტორი – Microsoft Word; ქართული შრიფტი – Acadnusx; ინგლისური და რუსული შრიფტი – Times New Roman; ფორმატი – A4; შრიფტის ზომა – 11;
სიმბოლოების გამოყენების შემთხვევაში გამოიგზავნოს შესაბამისი ფონტი;
გვერდები არ ინომრება. მაგალითები – Italic-ით, ხაზგასმა – Bold-ით;
წყაროზე მითითება – [ჩიქობავა 1941, 23].

თეზისების მიღების ბოლო ვადა: 20 ივნისი, 2011 წ. თეზისები გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: symposium@ice.ge.

რეგლამენტი:
პლენარული სხდომის მოხსენება – 20 წუთი;
სექციური სხდომის მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი.

საორგანიზაციო კომიტეტი ავტორს  თეზისების მიღების შესახებ წერილობით აცნობებს
არა უგვიანეს 2011 წლის 20 ივლისისა.

სიმპოზიუმის მონაწილეთათვის დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები.

სავიზო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საორგანიზაციო კომიტეტი.

სიმპოზიუმის მასალების მომზადებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:
უცხოელთათვის – 50 €;
დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენელთათვის – 30 €;
ქართველი მეცნიერებისათვის – 50 ლარი.

სარეგისტრაციო თანხა უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: მიმღების დასახელება – სსიპ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
საიდენტიფიკაციო კოდი - 203851242სს “თიბისი ბანკი” მარჯ. ფილ.ბანკის კოდი (მფო) TBCBGE22

ანგარიშსწორების ანგარიში – GE72TB1134636080100001   

სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ანკეტა (იხ. ბმული) და
”თანმხლების" (attachment) სახით გადმოაგზავნონ მისამართზე: symposium@ice.ge          

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

მარიამ მანჯგალაძე - ელ. ფოსტა: mariam@ice.ge  ტელ. +995 32  299 99 41,  + 995 99 2105 140
ვაჟა შენგელია - ელ. ფოსტა: vazhashengelia@gmail.com ტელ. +995 32  299 75 49,  + 995 95 2333 730  

წინასწარ გიხდით მადლობას სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის.

საორგანიზაციო კომიტეტი.