ლინგვისტთა II საერთაშორისო სიმპოზიუმი

”იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება: მემკვიდრეობა და პერსპექტივები”

 

ორგანიზატორები:

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი

თანამონაწილე ორგანიზაციები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქ. თბილისი, ინგოროყვას № 8
ტელ.: (+995) 99 99 41; ფაქსი: (+995) 93 45 30
E-mail: symposium@ice.ge

ძვირფასო კოლეგებო!
          გიწვევთ კავკასიოლოგ-ლინგვისტთა მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ეძღვნება
გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადების 110-ე წლისთავს.

სომპოზიუმი გაიმართება 2008 წლის 9-11 ოქტომბერს.

სიმპოზიუმის თემატიკა:

  • აკადემიკოს არნ. ჩიქობავას მემკვიდრეობა და თანამედროვე ლინგვისტიკა;
  • ენობრივ სისტემათა და ქვესისტემათა აღწერის ზოგადენათმეცნიერული საკითხები;
  • იბერიულ-კავკასიურ ენათა ნათესაობის პრობლემა;
  • ერგატიული კონსტრუქციის თეორია;
  • სალიტერატურო ენის ნორმატიულობის ასპექტები;
  • ლექსიკოლოგია, ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია;
  • ენათა შესწავლის სოციოკულტურული, ეთნოლინგვისტური და ფსიქოლინგვისტური ასპექტები;
  • იბერიულ-კავკასიურ ენათა კვლევის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები.

მრგვალი მაგიდა:

  • იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების ხვალინდელი დღე;
  • კავკასიის ლინგვოკულტურული პორტრეტი და კულტურათა დიალოგი;
  • თანამედროვე ლინგვისტიკა - ეროვნული ენები და კულტურები გლობალიზაციის კონტექსტში.

სიმპოზიუმის სამუშაო ენებია:

   ქართული, რუსული, ინგლისური. ქართულ და რუსულ ენებზე წარმოდგენილ თეზისებს უნდა ახლდეს ინგლისურენოვანი ვერსია.
   სიმპოზიუმზე წარმოდგენილი თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 ნაბეჭდ გვერდს (500 სიტყვა).

ტექნიკური პირობები:

   ტექსტური რედაქტორი - Microsoft Word; ქართული შრიფტი - Acadnusx; ინგლისური და რუსული შრიფტი - Times New Roman; ფორმატი - A4; შრიფტის ზომა - 11; სიმბოლოების გამოყენების შემთხვევაში გამოიგზავნოს შესაბამისი შრიფტი; გვერდები არ ინომრება. მაგალითები - Italic-ით, ხაზგასმა - Bold-ით; წყაროზე მითითება - [ჩიქობავა 1941, 23].

  თეზისების მიღების ბოლო ვადაა 05 ივნისი, 2008 წ. თეზისები გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: symposium@ice.ge.

რეგლამენტი:
პლენარული სხდომის მოხსენება - 25 წუთი
სექციური სხდომის მოხსენება - 15 წუთი
მსჯელობა - 5-7 წუთი

 

   საორგანიზაციო კომიტეტი ავტორს წერილობით აცნობებს თეზისების მიღების შესახებ არაუგვიანეს 2008 წლის 30 ივნისისა.

   სიმპოზიუმის მონაწილეთათვის დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები (ექსკურსიები ძველ თბილისსა და მცხეთაში).

სავიზო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საორგანიზაციო კომიტეტი.
სიმპოზიუმის მასალების მომზადებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:
უცხოელთათვის - 50 €,
დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენელთათვის - 20 €,
ქართველი მეცნიერებისათვის - 30 ლარი.
(სიმპოზიუმის უცხოელი მონაწილეები სარეგისტრაციო თანხას გადაიხდიან ჩამოსვლის შემდეგ).

სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ანკეტა. (მიჰყევით ბმულს)
და ”თანმხლების" (attachment) სახით გადმოაგზავნონ მისამართზე: symposium@ice.ge

          დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
მარიამ მანჯგალაძე: E-mail: maia@ice.ge; mmanjgaladze@yahoo.com;
                                 ტელ. +995 99 99 41, 899 105 140;
კონსტანტინე კაკიტაძე: kote@ice.ge; kakita@posta.ge;
                                      ტელ.: +995 93 46 78, 895 333 735.

წინასწარ გიხდით მადლობას სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის

 

საორგანიზაციო კომიტეტი